გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამოძიებას მხარს უჭერს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების თაობაზე გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა.

გამოცემა Forbes-ის ცნობით, საბჭოს 47 წევრიდან რეზოლუციას მხარი 32-მა წევრმა დაუჭირა. რუსეთი, რომელიც უარყოფს უკრაინაში ადამიანის უფლებათა რაიმე დარღვევას, ერთ-ერთი იყო იმ ორ ქვეყანას შორის, რომელმაც გამოძიების დაწყებას საჭიროდ არ მიიჩნია. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ერიტრეამაც. ხოლო ინდოეთმა, ყაზახეთმა, სუდანმა და კუბამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

რეზოლუციის თანახმად, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები