მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფიის წარდგენა და ჯემალ შარაშენიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

4 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, თსუ ემერიტუს პროფესორის, ჯემალ შარაშენიძის ხსოვნის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე გაიმართება ჯემალ შარაშენიძის ავტორობით მომზადებული მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფიის – ეშგარ ბატონის პრეზენტაცია. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცემა ჯემალ შარაშენიძის პირადი ბიბლიოთეკა.
სიტყვით გამოვლენ: პროფესორები: დარეჯან გარდავაძე, ვახტანგ ლიჩელი და ლევან გორდეზიანი; ასევე – ჭაბუკა მეტონიძე, ზაალ გოგენია, თეა ქამუშაძე, ნათია დვალი და თენგიზ სირაძე.
ჯემალ შარაშენიძეს გაიხსენებენ მისი მოწაფეები.
მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფიას დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს ასოცირებული პროფესორი ნინო სამსონია.
საღამო გაიმართება მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები