უკრაინის რადა გაერო-ს სამშვიდობოების გაგზავნას სთხოვს

უმაღლესი რადა გაერო-ს, 1950 წლის რეზოლუციის „გაერთიანება მშვიდობისთვის“ შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების გაგზავნას სთხოვს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ მიმართვაში.

უკრაინელმა დეპუტატებმა გაერო-ს, “წითელ ჯვარს”, ევროპარლამენტს და სხვა მსგავსებს ორგანიზაციებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ უკრაინის მოსახლეობის დაცვა რუსი დამპყრობლების შეიარაღებული თავდასხმისგან.

საუბარია ხალხის უსაფრთხო ევაკუაციისთვის „მწვანე“ დერეფნების დაუყოვნებლივ გახსნასა და გაერო-ს სამშვიდობო ძალების უკრაინაში შეყვანაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები