„ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში“ – ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი“ პროზის ნომინანტთა სიაშია
ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი“ 2022 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ნომინანტთა სიაშია.
ინფორმაციას მწერალთა სახლი აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, „ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში“- წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოს და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) მიერაა დაფუძნებული.
პრიზი იმ მწერლებზე გაიცემა, რომლებმაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე გამოაქვეყნეს, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors).
ივა ფეზუაშვილის წიგნი ევროპის ლიტერატურულ პრიზზე მწერალთა სახლმა წარადგინა. 2019 წელს ამავე პრიზის მფლობელი ბექა ადამაშვილი გახდა, რომელიც კონკურსზე ასევე მწერალთა სახლის მიერ იყო წარდგენილი.
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://bit.ly/3tjP9os