დავით ქართველიშვილი – ხოშტარიაზე: ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?
,,ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებით სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი – ეს “ხისტად” გააკეთა, “ჰავანაგილას” ფონზე თუ ლექსად – ფაქტი ფაქტად რჩება”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიას მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ.
,,გუშინ დილით RTVi-ზე მოვისმინე და მომეწონა: წუხელო, ისე, რომც არავინ არაფერს ეკითხებოდა, რუსეთის ელჩმა ისრაელში მოულოდნელი განცხადება გააკეთა – “რა კარგია მაინც, რომ რუსეთი პალესტინის ავტონომიის საკითხებში ისრაელის ცენტრალური ხელისუფლების მხარეზეა. როგორ შეიძლება, ამ მწვავე დაპირისპირებაში ვიღაც რომ იარაღით ამარაგებს პალესტინელებს”. იმავე დღის საღამოს – ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებით სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი – ეს “ხისტად” გააკეთა, “ჰავანაგილას” ფონზე თუ ლექსად – ფაქტი ფაქტად რჩება.
ახლა…”მგიმიშნიცაზე” უკეთ, ან ზოგადად დიპლომატიის, ან კერძოდ რუსეთის დიპლომატიის ენა ვინ იცის საქართველოში? ალბათ, გრიშა ვაშაძემ – მაგრამ ის დუმს, ამას კი “შვიშტოკი” ვერ გამოუღეს პირიდან: “მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდზე არ დგას – უნდა შეიცვალოს!”. ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და…იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?”, – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.