„სხვა ცის გახსნა“ – ალექსანდრე ჯინჭარაძის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
28 თებერვალს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის 204-ე აუდიტორიაში, ალექსანდრე ჯინჭარაძის პოეტური კრებულის – „სხვა ცის გახსნა“ – წარდგენა გაიმართება.
„მიუხედავად არსებული ვითარებისა, ვფიქრობ, რომ წიგნის წარდგენა ან რაიმე კულტურული აქტი, მიზანშეწონილია ასეთ რთულ დღეებშიც კი. მთელი ჩემი ადამიანური არსებით ვარ უკრაინის მხარეს“, – წერს პოეტი ფეისბუქის გვერდზე.