კიევში, რუსეთის საელჩოს შენობაზე დროშაა დაშვებული

კიევში, რუსეთის საელჩოს თავზე რუსეთის დროშაა დაშვებული.

ამის შესახებ “ინტერფაქსი-უკრაინა” იტყობინება.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის შესახებ განაცხადა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „2014 წლიდან რუსეთის საელჩოზე კიევში და ჩვენი ქვეყნის გენერალურ საკონსულოებზე ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში განმეორებითი თავდასხმები განხორციელდა“. შესაბამისი გადაწყვეტილება კი  “უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები