უკრაინა რუსეთში მყოფ თამემამულეებს დაუყოვნებლივ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ, უკრაინის წინააღმდეგ გაზრდილი აგრესიის ფონზე, რუსეთი დატოვონ, რადგან შესაძლებელია, საკონსულომ საჭირო დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლოს.

ამის შესახებ უწყების ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას უწევს უკრაინის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან და ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია.

“ხაზს ვუსვამთ, რომ ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები