კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ვაჟა ნიკოლაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ვაჟა ნიკოლაშვილის გარდაცვალების გამო და ინფორმაციას ავრცელებს.
ვაჟა ნიკოლაშვილმა მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის მანძილზე შექმნა არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში.
ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვაჟა ნიკოლაშვილს მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, იგი არის ღირსების ორდენის კავალერი.