ლევან ბეჟაშვილი: მხოლოდ ერთი განზრახვა აქვთ, რომ განხეთქილება შეიტანონ “ნაცმოძრაობის” პარტიულ აქტივში – ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ მასალას გამოეხმაურა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.

“მხოლოდ და მხოლოდ ერთი განზრახვა აქვთ, რომ განხეთქილება შეიტანონ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ აქტივში, ბუნებრივია, ეს თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით და მთავარი გეგმა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან”, – აცხადებს ბეჟაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები