“ნაცმოძრაობის” წევრები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ
ბათუმის მერიაში ხმაური იყო. ქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერის კაბინეტის მისაღებში დაცვის სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეკითხვები აქვთ.
ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკონფერენციო დარბაზში შევიდნენ და აცხადებენ, რომ ვიდრე მერი არ შეხვდება, იქაურობას არ დატოვებენ.