ერდოღანი: თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, თურქეთი, როგორც ნატო-ს ქვეყანა, ისე იმოქმედებს

თურქეთი გააგრძელებს ნატო-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

თურქეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად ანკარა და რა ვალდებულებებზეა საუბარი.

“ახლა ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ გამოსავალი არსებული კრიზისიდან დიალოგისა და დიპლომატიის გზით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს და უკრაინას, მოიქცნენ კონსტრუქციულად და თავშეკავებულად. მაგრამ თურქეთი შეასრულებს ნატო-ს წევრობის მოთხოვნებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

მის თქმით, თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

“ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ რუსეთის ნაბიჯების წინააღმდე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, განსაკუთრებით, ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები