ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენს. მათ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა არჩევანი თენგიზ თევზაძესა და გიორგი კალანდარიშვილს შორის უნდა გააკეთონ. კომისიის წევრად კი წარდგენილი 4 პირიდან 2 უნდა შეარჩიონ.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ძირითადი აქცენტი კანდიდატების კვალიფიციურობაზე გაკეთდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები