პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე დღეს იმსჯელებენ
ქართველი დეპუტატები დღეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ახალ პროექტს მოამზადებენ. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ერთობლივ საბოლოო ტექსტზე პოზიციების შესაჯერებლად შეხვედრას დღეს გამართავენ.
ცნობისთვის, 24 იანვარს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ.