50 წელს გადაცილებული მოქალაქეები, “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ.

„50 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის 1 თვით აცრების წახალისების პროგრამა გრძელდება. ასევე, 50 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც “ბუსტერ” დოზას გაიკეთებენ, წახალისდებიან. ოღონდ, ამ შემთხვევაში, 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

გარდა ამისა, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.

„დამატებითი შეზღუდვები, ამ მომენტისთვის, არ წესდება. გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით გაგრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები