თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ჯანდაცვის სისტემა მზადაა როგორც არასდროს
სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. სისტემა არათუ მოუმზადებელია, არამედ ის არის მზად, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„60 ონლაინ კლინიკა იყო და 40 დაემატა. ახლა ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებს 100 ონლაინ კლინიკა ემსახურება, რაც უპრეცენდენტო რიცხვია. სტაციონარში კი 8 000 საწოლია მობილიზებული და მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი, 4 500 საწოლია დაკავებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.