თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია – დიდთოვლობამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა
დიდთოვლობამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა 50-სანტიმეტრს მიაღწია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილი უშუქოდაა დარჩენილი.
როგორც ‘’კვირას’’ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განუცხადა, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
პარალელურად, “ენერგო-პრო-ჯორჯიას” თანამშრომლები მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე 3 ათასამდე აბონენტია დარჩენილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.