რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 2 არასრულწლოვანი, ახალგაზრდა ქალი, ასევე ორივე ავტომობილის მძღოლი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები