მაღაზიის რიგში დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა – ფონიჭალაში მოქალაქეები პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის მაღაზიის რიგში დაიწყო. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და სამოქალაქო ფორმაში იყო.​

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სამი პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები