კობა მურადაშვილის ინიციატივით, დმანისში უფასო საბავშვო რაგბის კლუბი “დმანისი ყოჩები” გაიხსნება

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, 18 იანვრიდან ქალაქ დმანისში, სრულიად უფასოდ, საბავშვო (საფესტივალო) რაგბის კლუბი “დმანისი ყოჩები” გაიხსნება.

“სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. რაგბის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში სრულიად უფასოდ საბავშვო-საფესტივალო რაგბის კლუბის ჩამოყალიბებას, ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც იმედია, შემდგომში ხელს შეუწყობს ჩვენს დმანისში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და რაგბის პროფესიონალურ დონეზე განვითარებას”, –  განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები