ხულოში მეოთხე დღეა, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მეოთხე დღეა, ხულოში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

აჭარის სავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს თემებთან მისასვლელი და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდით სამუშაოებს. მთავარ გამოწვევად ამ ეტაპზე რჩება მაღალი ზონის სოფლები, სადაც თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აჭარბებს, ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, ხშირ შემთხვევაში ტექნიკას უჭირს გადადგილება.

ენერგომომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში შეფერხებები არ ფიქსირდება, მოსახლეობას სრულად მიეწოდება ელექტროენერგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები