მედია: საფრანგეთში პროდუქტების ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში პროდუქტების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ 80 შეკვრა კარაქის, 32 ცალი “სნიკერსის”, 12 ცალი “ქინდერის”, 6 “ბაუნტისა” და რამდენიმე “ტვიქსის” მოპარვას ედავებიან.

“შესაძლოა, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი ქმედება “კანონიერ ქურდებს” – ქართული მაფიის კარგად ორგანიზებულ ქსელს უკავშირდებოდეს, რომელიც რეგიონს 2018 წლიდან აწუხებს”, – აღნიშნულია ადგილობრივი მედიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები