ინდური ფარმაცევტული კომპანია – Gennova Biopharmaceuticals “ომიკრონის” შტამის საწინააღმდეგო სპეციალურ ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც გამოსაყენებლად ერთ-ორ თვეში იქნება მზად.
ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ხანმოკლე ცდის შემდეგ, პრეპარატი შეიძლება, გამოყენებულ იქნას მესამე, გამაძლიერებელი დოზის სახით.
ვაქცინის შემქმნელებმა ინდოეთის მარეგულირებელს ტესტის ორი ეტაპის შედეგები უკვე წარუდგინეს, რომლებიც გასული წლის ბოლოს ჩატარდა. ტესტის შედეგების მიხედვით, “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოდ დადგინდა.
საბოლოოდ დამტკიცდების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ინდური mRNA ვაქცინა, რომელიც ადაპტირებულია “ომიკრონის” შტამზე, იმ ვაქცინების მსგავსი, რომლებიც შეიქმნა კომპანიების Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ.