თენგიზ ცერცვაძე – კოვიდსტატისტიკის სავარაუდო გაყალბებაზე: ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული

“ამერიკის მონაცემები ნახეთ, ერთ დღეს უწერია 266 გარდაცვალება და გუშინწინ ეწერა 2300. ახლა ხომ არ შეიძლებოდა, ერთ დღეში ასე შეცვლილიყო”, – ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას,  თითქოს, მთავრობა კორონავირუსის ყოველდღიურ სტატისტიკას აყალბებს.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების მაგალითის მიუხედავად, ჩვენთან ზუსტი მონაცემები ქვეყნდება.

“ერთი შემთხვევაც კი არ ყალბდება სიკვდილიანობის გადაცემის. ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული. მე პირიქით გეტყვით, ზოგჯერ, სწორედ იმიტომ, რომ ვინმემ ბრალი არ დადოს არაგამჭვირვალობაში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ მაქსიმალურად პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი. დღეების მიხედვით როგორ გითხრათ, ამერიკის მონაცემები ნახეთ, ერთ დღეს უწერია 266 გარდაცვალება და გუშინწინ ეწერა 2300. ახლა ხომ არ შეიძლებოდა, ერთ დღეში ასე შეცვლილიყო”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები