პრეზიდენტი: საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორების მხარდაჭერას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბიშვილის შეფასებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

“დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავისი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და პატივი სცემს მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ წავა დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

“ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები