მიხეილ სააკაშვილი: ბუქარესტის ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი, 2009-ში პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა

პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც ვლადიმერ პუტინის მუქარას იხსენებს.

“ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ “საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები”, ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს. სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა, გამოიცანით, “ყველაზე ჭკვიანებმა”, რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?

ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,

ბ) ამნისტიის გამო,

გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,

დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს”, – ნათქვამია მიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები