გიორგი ღიბრაძე: ძალიან მნიშვნელოვანია “ბუსტერ” დოზების გაკეთება
უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია “ბუსტერ” დოზების გაკეთება.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციის სანაცვლოდ კვლავ გრძელდება 200-ლარიანი წახალისება 50 წელს ზემოთ პირებისთვის.
„კვლავ გრძელდება 200-ლარიანი წახალისება 50 წელს ზემოთ პირებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია “ბუსტერ” დოზების გაკეთება. დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები ამ მომენტისთვის არაფერი ყოფილა, საბჭო კვლავ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგსა და კონტროლს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.