თამარ გაბუნია: ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა შეიძლება, იყოს ისევ აქტიური ვაქცინაცია
“ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა ისევ შეიძლება, იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც, ჯერჯერობით, ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „დელტა“ შტამმა ვითარება განსაკუთრებით დაამძიმა.
„ორსულების გარდაცვალება არის ძალიან სერიოზული პრობლემა და სამწუხაროდ, ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა ისევ შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც, ჯერჯერობით, არის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე. ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური, თუმცა, გარდაცვალების შემთხვევა ბევრად უფრო მეტი იყო წელს, ვიდრე იყო ეს გასულ წელს. „დელტა“ შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა, ამდენად, ორსულების შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის აქტიური პრევენცია ვაქცინაციის გზით, რადგან მაინც ჯანდაცვას დღეს მთლიანად, გლობალურად არ აქვს სრული რესურსი, რომ ბოლომდე მართოს შემთხვევები და ჩვენც ვიცით, რომ 100 შემთხვევიდან ერთი ან ორი შემთხვევა გარდაცვალებით დამთავრდება, რაც არ უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა გაბუნიამ.