ზურაბ აზარაშვილი: ჯანდაცვის სისტემა მზადაა, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა გამოწვევისთვის მზადაა.

„გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ, ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა ახალი შტამი „ომიკრონია“. შეიძლება, დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევები, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები