რომან გოცირიძე: პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა, რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით

“კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა, რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

„საზოგადოება ელოდება ამნისტიას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან. ეს უნდა იყოს შეთანხმების და ეროვნული თანხმობის მთავარი ნაბიჯი. ველოდებით იმ პროცესის ლოგიკურად დასრულებას, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა. კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა, რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით. ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში დამთავრდება კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწევა. მათ შორის, ნიკა მელია შეხვდება ხვალ და მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ საკონსულტაციოდ. უკვე უნდა შეაჯამოს იდეები და შემოგვთავაზოს სამოქმედო გეგმა, ვინაიდან ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები