ლევან ბეჟაშვილი: პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ

“პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის მიესალმება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებას დაესწრებიან.

„შეხვედრის ფორმა არაორდინალურია, ამ შეხვედრას ჰქვია “საახალწლო მიღება”. ბუნებრივია, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა, ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომელიც ისარგებლებს ამ შემთხვევით, მივესალმებით. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, მოითელოს გარკვეული პოზიციები იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა და ეხებოდა შეთანხმების პროცესის დაწყებას და წარმართვას. შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით და უფრო ხელშესახებად ვიმუშავებთ”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები