საქართველომ და აზერბაიჯანმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებს შორის აზრთა გაცვლა მოხდა, ქვეყნების ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდის ზეგავლენაზე გადაზიდვის ტარიფებზე.
გარდა ამისა, მინისტრებმა განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტზე მუშაობის დაჩქარება და მისი მენეჯმენტის სტრუქტურაში ცვლილებები, გადაზიდვისთვის დამატებითი ტვირთის მოცულობის მოზიდვის შესაძლებლობა და კონკურენტული ტარიფების დაწესება.