ნიკოლოზ სამხარაძე: 8 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 8 ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენი [საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია] ერთკვირიანი ვიზიტის შესანიშნავი დაგვირგვინება ვაშინგტონში. 8 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა. ეს არის კარგი ნაბიჯი აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მადლობა ლიდერობისთვის კონგრესმენ კეროლ მილერს”, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები