ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურს და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირანი აღნიშნული დანაშაულებისთვის ისრაელს მძიმე ფასს დააკისრებს.
„ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურს და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია. ისრაელი აცხადებს, რომ აშშ-თან კოორდინირებულად მოქმედებდა. თავდასხმა ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს დააკისრებს“, – წერს აბას არაღჩი X-ზე.