ეროვნულ ბიბლიოთეკას „ვეფხისტყაოსნის“ უნგრული თარგმანის უნიკალური ეგზემპლარი გადაეცა

2 დეკემბერს უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი, პროფესორი მიკლოშ კაშლერი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია. სტუმარმა ბიბლიოთეკას უნგრულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი გადასცა.
„ვეფხისტყაოსანი“ უნგრეთსა და საქართველოს შორის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ხიდს წარმოადგენს, რადგან, როგორც ცნობილია, პოემა ილუსტრირებულია უნგრელი მხატვრის, მიჰაი ზიჩის (1827-1906) მიერ. მისი უნგრული თარგმანი კი უნგრელ პოეტს, შანდორ ვერეშს (1913-1989) ეკუთვნის.
„ვეფხისტყაოსნის“ უნგრული თარგმანი, რომელსაც მთარგმნელის ავტოგრაფი ამშვენებს, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაიდებს ბინას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები