საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც ესპანეთის კრიმინალური პოლიციის გენერალური კომისარი, ლუის ფერნანდო პასკუალ გრასაი ხელმძღვანელობს.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ, მოადგილეებთან ერთად, ესპანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე, რომლებიც უკავშირდება ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე – როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები