მიხეილ ყაველაშვილი: მინდა ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, მოციგურავეებს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა.

პრეზიდენტმა ასევე მიულოცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა.

„მინდა ჩვენი სპორტსმენების, ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო მთელს ერს და საქართველოს. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს – მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და ეს ისტორიული შედეგი დადო ჩვენი ქვეყნისთვის და მართლაც, ალბათ ენით აღუწერელი სიხარულია და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მთელს საქართველოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები