“ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოებრივი გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული არის საქართველოს სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დაცვაზე” – იონათამიშვილი

“ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოებრივი გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, კონსტიტუციის დაცვაზე და ამ მხრივ მადლობა ეკუთვნის მას”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მან საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა.

„ეს არის ის სტანდარტი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციური განვითარებისათვის. ამიტომ ჩვენი საზოგადოებისთვისაც, დარწმუნებულ ვარ, საინტერესო იყო ის აქცენტები, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში იყო დასმული და რაც სწორედ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისობაშია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები