ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
საქართველოს ყოფილი ვიცე – პრემიერი
ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
აღნიშნულის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან.