საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე განიხილება – შენობის ეზოში დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმების – დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაპირისპირება იყო.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოკლულისა და ბრალდებულის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
სიტუაცია ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა განმუხტეს.