გიორგი ვოლსკი: ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, ყოფილი მინისტრი ან რომელიმე სტრუქტურის მუშაკი იყოს დაბარებული, ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს
“დეტალები არ ვიცით. ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას.
მისი თქმით, გამოკითხვაზე დაბარება ჩვეულებრივი ამბავია.
„ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრი იქნეს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.