ვლადიმერ ბოჟაძე: ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე

“ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე ბაჩო ახალაიას განცხადებას, რომელმაც ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა.

ბოჟაძის თქმით, შიდა, თუ გარე მტრებს – ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ.

„ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა და როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია კვლავ გადატრიალებაზე, არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე ფიქრობს. ეს განცხადებები არის საქართველოს შეურაცხმყოფელი, ქართული პოლიციის და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმას, რომელიც სამწუხაროდ აქვთ ქვეყნის შიდა, თუ გარე მტრებს – ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაციის მოწყობა“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები