თენგიზ შარმანაშვილი: როგორც ჩანს „ნაცმოძრაობის“ ეროვნულ რელსებზე გადასვლა შეუძლებელია

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ ქვეყნის ხელისუფლების დამხობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას “ქრონიკასთან” გამოეხმაურა.

„რაც ეს ძალადობრივი სიტუაცია იყო მასში დაბუდებული, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, ეს არ განელებია და დღესაც ამ შემართებით არის. როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ რელსებზე გადასვლა შეუძლებელია. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი და ესეც ნათელი მაგალითი იქნება იმის, რომ ისინი კონსტიტუციურ ჩარჩოებში არასდროს მოექცევიან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები