ყვარელში, სოფელ სანავარდოში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის კაცს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.