“საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების სრული დაცვით”- ლადო ბოჟაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ლადო ბოჟაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების სრული დაცვით.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანამ შეძლოს და შეინარჩუნოს მშვიდობა.

“ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გადება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების, მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესების სრული დაცვით, მხოლოდ ჩვენი, ქრისტიანული, ეროვნული, ოჯახური ღირებულებების დაცვით და გამტკიცებით. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და შევინარჩუნოთ, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მშვიდობა.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მტრების სამიზნე არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ სტაბილურობაა ჩვენს ქვეყანაში და, ალბათ, სწორედ ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ 4 ოქტომბერს სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნა შერჩეული თავდასხმის ობიექტად”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები