ლევან მახაშვილი: ამერიკელი ხალხის ფული იხარჯებოდა საქართველოში ისეთ პროცესებში, რომელიც არც ამ ფულის გაცხადებულ მიზნებში ჯდებოდა და არც საკანონმდებლო სივრცეში ექცეოდა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვიცით, ვხედავდით, რომ ამერიკელი ხალხის ფული, რომელიც სრულიად სხვა მიზნებს უნდა მომსახურებოდა, იხარჯებოდა საქართველოში ისეთ პროცესებში, რომელიც არც ამ ფულის გაცხადებულ მიზნებში ჯდებოდა და არც საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ექცეოდა.
ამ ფულმა გამოიწვია ძალიან ბევრი პრობლემა საქართველოში პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თუ სხვა პროცესებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღიარება ნებისმიერ შემთხვევაში, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ამავე დროს კარგია, რომ საბედნიეროდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ფონდები, რომლის გავლითაც შემოდიოდა საქართველოში ეს ფული, ეს არხები, ფონდები დაკეტა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ.