“კარგია, რომ უკვე ვაშინგტონში საუბრობენ იმ თემებზე, რისთვისაც მცდელობა იყო, რომ საქართველოში ძალადობრივი გადატრიალება და დამხობა მოეხდინათ” – იონათამიშვილი
“კარგია, რომ უკვე ვაშინგტონში საუბრობენ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით და რისთვისაც მცდელობა იყო, რომ საქართველოში ძალადობრივი გადატრიალება და დამხობა მოეხდინათ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზუსტად ის განაჩენია სახეზე, რაც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ USAID-ს გამოუტანა.
“ახლა ვხედავთ, რომ ამერიკაში ამ საკითხებზე ფოკუსირება სულ უფრო მეტად ხდება და საქართველოს ხსენებაც დაიწყო – ფაქტების მოყვანის კონტექსტში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.