თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მეორე დოზით აცრაზე: მივდივართ პირადი ინფორმაციის და პირადი გადაწყვეტილების განსჯაზე, რაც არაეთიკურია
“ამ შემთხვევაში, მივდივართ პირადი ინფორმაციის და პირადი გადაწყვეტილების განსჯაზე”, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჟურნალისტების კითხვას – როდის აპირებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას.
მისი თქმით, აღნიშნულზე საუბარი არაეთიკურია.
“ამ შემთხვევაში, მივდივართ პირადი ინფორმაციის და პირადი გადაწყვეტილების განსჯაზე, რაც ნამდვილად არ არის ეთიკური ჩემი აზრით”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.