მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ, ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ, ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ინფორმაციას მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების პროცესს თან ახლავს დისკომფორტი, რაც უკავშირდება არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. მყარი ნარჩენების კომპანია ბოდიშს უხდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. სარეაბილიტაციო სამუშაობი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები