შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა

“ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედეგი”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იქნება უკრაინისთვის სამართლიანი გამოსავალი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ წინაპირობები, რომელსაც უყენებენ უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებისთვის, ამას არ ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ ასე ჩანს, რომ ამგვარი სამართლიანი შედეგი მიღწევა შეიძლება რთული იყოს გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ გვესმის. ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება არის იმის წინაპირობა, რომ უკრაინამ წინ წაიწიოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში და ამ სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს დიდი ალბათობით ტერიტორიების დათმობა.

ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშავა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები